კარლოს ალკარასი, ალექსანდრ ზვერევი, იანიკ სინერი, კასპერ რუუდი
Aa
Aa

როლან გაროსის მამაკაცთა თანრიგი | ზვერევი ფინალში ალკარასს შეხვდება

როლან გაროსის მამაკაცთა თანრიგში ფინალისტების ვინაობა გაირკვა. კარლოს ალკარასმა იანიკ სინერი უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა, ალექსანდრ ზვერევმა კი კასპერ რუუდს მოუგო და ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დარჩა.

ალკარასისა და სინერის დაპირისპირება 4 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა და ესპანელმა ჩოგბურთელმა 2:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 იმარჯვა. „კარლიტო“ დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში მესამედ გავიდა. 2022 წელს, მან US Open-ზე კასპერ რუუდს მოუგო, შარშან კი „უიმბლდონზე“ ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა.

ზვერევს რუუდის დასამარცხებლად 4 სეტი დასჭირდა და 2:6, 6:2, 6:4, 6:2 იმარჯვა. 27 წლის გერმანელი დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში მეორედ იასპარეზებს. 2020 წლის შემდეგ, მას დიდი სლემის ტურნირის მოგების შანსი პირველად აქვს. 2020 წელს, ზვერევმა US Open-ის გადამწყვეტ შეხვედრაში დომინიკ ტიმთან წააგო.

ცნობისთვის, ზვერევისა და ალკარასის დაპირისპირება კვირას გაიმართება და თბილისის დროით, 17:00-დან დაიწყება. შაბათს, ქალთა თანრიგის ფინალს ვიხილავთ და იგა შვიონტეკი ჟასმინ პაოლინის შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გაშვება საშინელი შეცდომა იყო“ | ცნობილი ჟურნალისტი მიქაუტაძესა და აიაქსზე
„მისი გაშვება საშინელი შეცდომა იყო“ | ცნობილი ჟურნალისტი მიქაუტაძესა და აიაქსზე