ანტონიო კონტე, სტანისლავ ლობოტკა, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„წელს გვარდიოლაც ვერ გვიშველიდა“ - ლობოტკამ სეზონი შეაფასა

იტალიის სერია A-ს შარშანდელი ჩემპიონისთვის, „ნაპოლისთვის“ წლევანდელი გათამაშება ნამდვილ კოშმარად გადაიქცა და გუნდი არათუ ჩემპიონთა ლიგის, არამედ მთლიანად ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩა. ბუნებრივია აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონასთან ერთად, რომელიც ანტონიო კონტემ შეცვალა, ჩემპიონატის მეათე ადგილზე დასრულებაზე პასუხისმგებლობა თითოეულ ფეხბურთელს ეკისრება და მათ შორისაა სტანისლავ ლობოტკა, რომელმაც პარტენოპეის ჩავარდნის მიზეზებზე საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა

რა თქვა ლობოტკამ

იცით რას ვფიქრობ? ისეთი სიტუაცია გახლდათ შექმნილი, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა რომ ყოფილიყო, ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე, ისიც საშუალო დონის სპეციალისტად გამოჩნდებოდა და ვერაფერს გვიშველიდა. რა იყო მიზეზი? წავიდნენ მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი და სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი. წასვლა უნდოდა ბევრ ფეხბურთელს, რომლებიც ხელმძღვანელებმა არ გაუშვეს და ვითარება პრაქტიკულად უმართავი გახდა. რაც შეეხება კალცონას კრიტიკას? ჩემი აზრი ასეთია - რაც აქ ვთამაშობ, იმ მწვრთნელებს შორის, რომლის ხელმძღვანელობითაც „ნაპოლიში“ მიასპარეზია, კალცონას ხელში საუკეთესო ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ.

ლობოტკა ამჟამად ფრანჩესკო კალცონას ხელმძღვანელობით უკვე სლოვაკეთის ნაკრებში ვარჯიშობს და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც ის და მისი თანაგუნდელები ჯგუფურ ეტაპზე ბელგიის, უკრაინისა და რუმინეთის ეროვნულ გუნდებს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია A-მ ხვიჩას გოლი მაისის თვის საუკეთესოდ დაასახელა!
სერია A-მ ხვიჩას გოლი მაისის თვის საუკეთესოდ დაასახელა!