ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

„ჩვენი გუნდის ნამდვილი ლიდერია“ | კიტეიშვილმა შტურმთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოთარ კიტეიშვილმა „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბს საკუთარი მომავალი 2026 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა. გრაცელებმა „კიტესთან“ თანამშრომლობის გაგრძელება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საინტერესო ვიდეოთი გამოაცხადეს და ოფიციალური დოკუმენტები, რომლებზეც „კიტეს“ ხელი უნდა მოეწერა, საჩემპიონო თასით მიართვეს.

„გასულ სეზონში შესრულებული დუბლი შტურმში გატარებული პერიოდის გვირგვინი იყო. ყველამ იცის, კლუბში თავს რა კომფორტულად ვგრძნობ და აქაურ გარემოს როგორ ვაფასებ. ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ყველაფერი ნათელი გახდა და კონტრაქტს ხელი მოვაწერე“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

„ოთარ კიტეიშვილი ჩვენი გუნდის ნამდვილი ლიდერია. ისაა განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელი, რომელსაც ნახევარდაცვის ხაზში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში, ვუთხარით, რომ საჭირო დროს მივცემდით, რათა ყველა სამომავლო ვარიანტი განეხილა და ბედნიერი ვართ, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება აირჩია. დარწმუნებული ვართ, გუნდისთვის კიდევ ბევრის მიცემა შეუძლია“, - აღნიშნა „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას შიკერმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, გრაცელები ავსტრიის ჩემპიონები გახდნენ და ქვეყნის თასიც დაისაკუთრეს. კიტეიშვილი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გაშვება საშინელი შეცდომა იყო“ | ცნობილი ჟურნალისტი მიქაუტაძესა და აიაქსზე
„მისი გაშვება საშინელი შეცდომა იყო“ | ცნობილი ჟურნალისტი მიქაუტაძესა და აიაქსზე