20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ლადო კილასონია, ლუკა სულუაშვილი
Aa
Aa

მარცხი ექვსი ერის ჩემპიონთან - წინ მეორე ტესტ-მატჩია

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ავჭალის სტადიონზე ტესტ-მატჩში ინგლისის ასაკობრივ გუნდს უმასპინძლა და 24-ქულიანი სხვაობით, 7:31 დამარცხდა. სტუმრები, რომლებიც 20-წლამდე ექვსი ერის მოქმედი ჩემპიონები და მსოფლიოს თასის 3-გზის გამარჯვებულები არიან, მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს, მასპინძლების შემადგენლობაში კი ერთადერთი ლელო ლუკა სულუაშვილმა დადო. ინგლისელები თბილისში რჩებიან და 12 ივნისს ქართველებთან კიდევ ერთ ტესტს გამართავენ, რომელიც კვლავაც ავჭალის სტადიონზე ჩატარდება და 18:00 საათზე დაიწყება.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს თასისთვის მზადების ფარგლებში ერთი გასახურებელი თამაში მაისშიც გამართეს და საფრანგეთის ძლიერ ნაკრებთან 17:26 დამარცხდნენ. იქამდე კი იყო შიდა შეკრება, რომლის დროსაც მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ და მისმა ასისტენტებმა შესაბამისი ასაკის უამრავი მორაგბე გამოსცადეს და უმნიშვნელოვანესი შეჯიბრისთვის გუნდი საბოლოოდ დააკომპლექტეს.

რაც შეეხება 2024 წლის პლანეტის უმთავრეს სარაგბო ტურნირს 20-წლამდელთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს და ქართველი მორაგბეების მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე იტალიის, ავსტრალიისა და ირლანდიის ნაკრები იქნება. ამ ტურნირზე საქართველოს გუნდმა საუკეთესო შედეგი შარშან აჩვენა, როდესაც მერვე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ქალი არბიტრი ოთხ სარაგბო ტურნირზე
ქართველი ქალი არბიტრი ოთხ სარაგბო ტურნირზე