„მისი გაშვება საშინელი შეცდომა იყო“ | ცნობილი ჟურნალისტი მიქაუტაძესა და აიაქსზე
ზაკ ლოუი ცნობილი ჟურნალისტია, ვისაც BBC-ისთვის, Fot Mob-ისთვის, Breaking The Lines-ისთვის და სხვა ცნობილი გამოცემებისთვის უმუშავია. რამდენიმე წუთის წინ, მან სოციალურ ქსელში გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა და მისი ყოფილი კლუბი, „აიაქსი“ გააკრიტიკა.
„აიაქსმა ბოლო ორ წელიწადში ბევრი ისეთი შეცდომა დაუშვა, რომლებიც ძალიან ძვირად დაუჯდა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძისთვის სათამაშო დროის არ მიცემა და 9 მატჩის შემდეგ მისი გაშვება, ამსტერდამელთა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შეცდომაა. მიქაუტაძე ტოპ დონის თავდამსხმელია, რომელიც უფრო და უფრო უკეთესი გახდება“.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსმა“ მიქაუტაძე იანვარში „მეცში“ გაანათხოვრა და ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის მეორე ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარა. საფრანგეთში დაბრუნებისას, Transfermarkt-ზე მიქაუტაძის ფასი 9 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 15 მილიონი ევროა.
გეტყვით იმასაც, რომ „მეცმა“ მისი კონტრაქტი გამოისყიდა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში გაყიდის. მიქაუტაძის გადაბირებით რამდენიმე ფრანგული კლუბია დაინტერესებული და ქართველ თავდამსხმელს „გალათასარაიც“ აკვირდება.