ლიონელ მესი, დანი ოლმო
Aa
Aa

მესისთან ფოტო ძალით გადამიღეს - ოლმოს სახალისო ისტორია

დანი ოლმო „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილ იმ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მშობლიურ გუნდში დაბრუნებას თითქმის ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დროს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა წლები გადის და 26 წლის ფეხბურთელი ისევ გერმანიის ბუნდესლიგაში ასპარეზობს და „ლაიპციგის“ ღირსებას იცავს. ამჟამად ის ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რითაც კატალონიური SPORT-ის ჟურნალისტმა კარგად ისარგებლა და მას კიდევ ერთხელ ჰკითხა, გეგმავს თუ არა „ბარსელონაში“ დაბრუნებას და პასუხის ნაცვლად, ოლმოსგან სახალისო ისტორია მოისმინა

რა თქვა ოლმომ

„ბლაუგრანაზე“ პირველი იცით რა მახსენდება? 2006 წელს მამაჩემმა მიკელმა წამიყვანა ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩზე კასტელდეფელსეში, რომელიც ქალაქ ბარსელონადან არცთუ ისე შორს მდებარეობდა. მაშინ უკვე ამ კლუბის აკადემიაში ვვარჯიშობდი და თამაში გვქონდა. შესვენებაზე მამამ დამიძახა და მითხრა: „დანი, მოდი ლეოსთან ფოტო გადავიღოთ“ - მის გვერდით მესი იდგა, რომელიც იმ დროს 18 წლის იყო. ფოტოზეც კარგად ჩანს, რომ ამ სიტუაციით მაინცდამაინც მოხიბლული არ დავრჩი, რადგან კარგად ვერ ვაცნობიერებდი, ვინ იდგა ჩემს გვერდით. ახლა კი, 18 წლის წინ ძალით გადაღებული ფოტო, ჩემს ალბომში ერთ-ერთი ყველაზე საამაყოა.

 „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ ოლმო „დინამო ზაგრებში“ გადავიდა, რასაც თამაშის „ლაიფციგში“ გაგრძელება მოჰყვა და დღემდე იქ თამაშობს. საკლუბო კარიერის მანძილზე 26 წლის მარცხენა ნახევარმცველის ანგარიშზე 297 შეხვედრაში 66 გოლია, ესპანეთის ეროვნული გუნდის რიგებში კი 33 მატჩში თავი 8 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრო 2024-ისთვის
ესპანეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრო 2024-ისთვის