გიორგი ჩაკვეტაძე, რაული, ალბერტ გარიდო
Aa
Aa

რაულის ასისტენტი ჩაკვეტაძესთან წავიდა

ესპანური ფეხბურთის ლეგენდას, რაულ გონსალეს ბლანკოს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში „კასტილიას“ ამზადებს, მომავალი სეზონიდან „სევილიაში“ დანიშვნას უწინასწარმეტყველებდნენ. ასევე სახელდებოდა გერმანიის ბუნდესლიგის კლუბების ვარიანტებიც, თუმცა 46 წლის სპეციალისტმა ყველა შეთავაზება უარყო და „რეალის“ ახალგაზრდული გუნდის სათავეში კიდევ ერთი წლით დარჩა.

თავად დარჩა, მაგრამ რაულმა ალბერტ გარიდოს სახით ასისტენტი დაკარგა, რომელიც მომდევნო სეზონიდან გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად იქნება იქნება. გარიდო „უოტფორდის“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს და მას სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება დაევალება. უოტფორდელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ტომ კლევერლი დატოვეს, რომელიც ქართველი ნახევარმცველის მიმართ უდიდესი სიმპათიებით არის განმსჭვალული და მას ნახევარდაცვის საკვანძო ფიგურად მიიჩნევს.

რაულის ხელმძღვანელობით „კასტილიამ“ საერთო ჯამში გამართული 167 მატჩიდან 70 მოიგო, 51 ფრედ დაასრულა და 46-ში დამარცხდა. მისთვის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე განსაკუთრებით წარმატებული 2019-2020 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც მან კლუბს უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების უცნობი ჯადოქარი | Opta-ს ვრცელი სტატია ჩაკვეტაძეზე
საქართველოს ნაკრების უცნობი ჯადოქარი | Opta-ს ვრცელი სტატია ჩაკვეტაძეზე