პეპ გუარდიოლა, სერ ალექს ფერგიუსონი, უეინ რუნი
Aa
Aa

რუნი: პეპი იზამს იმავეს, რაც სერ ალექსმა აბერდინში შეძლო? მისი მიღწევები წარმოუდგენელია

უეინ რუნიმ ალექს ფერგიუსონისა და პეპ გუარდიოლას მემკვიდრეობა შეადარა.

„რა თქმა უნდა, იქნება დებატები იმაზე, თუ ვინ არის უკეთესი, მაგრამ ვფიქრობ, ხალხი მიდრეკილია უყუროს იმას, თუ რა გააკეთა სერ ალექსმა მანჩესტერ იუნაიტედში. მაგრამ ის, რაც მან აბერდინში გააკეთა, წარმოუდგენელია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: შეუძლია პეპ გუარდიოლას იგივე გააკეთოს ისეთი გუნდისთვის, როგორიც აბერდინია?

იქნება კითხვები და დისკუსია. ვფიქრობ, გუარდიოლა, რა თქმა უნდა, საუკეთესოა თავისი ეპოქისთვის და მან ფეხბურთი მთელ მსოფლიოში შეცვალა.

მაგრამ ის, რასაც სერ ალექსმა ფეხბურთში მიაღწია, ჩემთვის წარმოუდგენელია“,

- თქვა რუნიმ.

ალექს ფერგიუსონი „აბერდინს“ 1978 წლიდან 1986 წლამდე ხელმძღვანელობდა. კლუბთან ერთად მან სამჯერ მოიგო შოტლანდიის ჩემპიონატი და ოთხჯერ შოტლანდიის თასი. „იუნაიტედს“ კი პრემიერ ლიგა 13-ჯერ მოაგებინა. ჩემპიონთა ლიგა კი ორჯერ.

რაც შეეხება პეპს, მან „სიტისთან“ ერთად პრემიერ ლიგა 2016/17 წლების სეზონიდან დღემდე 6-ჯერ მოიგო. 4-ჯერ კი ზედიზედ, რაც რეკორდია. ჩემპიონთა ლიგა კი გასულ წელს კლუბის ისტორიაში პირველად მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მესი მუნდიალზე: სრულყოფილებას ვგრძნობდი - ყველაფერს მივაღწიე
მესი მუნდიალზე: სრულყოფილებას ვგრძნობდი - ყველაფერს მივაღწიე