ივან ჰაშეკი
Aa
Aa

„ყველა შეხვედრაში მოსაგებად ვითამაშებთ“ | ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი F ჯგუფზე

ჩეხეთის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, მოახლოებული ტურნირისთვის ემზადება. ჩეხები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ და მათმა მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა გუნდის მიზნებსა და მეტოქეებზე ისაუბრა.

„ჩვენი პრიორიტეტია, ამხანაგურ მატჩებში ტრავმა არავინ მიიღოს და 26-ვე ფეხბურთელმა, რომლებიც განაცხადში შევიყვანეთ, ევროზე ითამაშოს. ამავდროულად, გვინდა, მოახლოებულ შეხვედრებში სათამაშო დრო თითოეულმა მათგანმა მიიღოს და არის კომპონენტები, რომლებიც ჯერ კიდევ დასამუშავებელი გვაქვს. სტანდარტული მდგომარეობები ერთ-ერთი მათგანია. სხვა დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, მეტოქეებს ინფორმაცია მივაწოდო.

გვაქვს იდეა, როგორი ტაქტიკით ვითამაშებთ. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, პორტუგალია მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. თურქეთი აღზევების გზაზე იმყოფება, ხოლო საქართველომ საბერძნეთი დაამარცხა, ასე რომ, ძალიან ხარისხიანი გუნდია. თითოეულ შეხვედრაში, მოედანზე მოსაგებად გავალთ და ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევაა“.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს და პორტუგალიას დაუპირისპირდება. მეორე მატჩი მათ საქართველოსთან ელით, ხოლო ბოლო ტურში თურქეთს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შთამბეჭდავი პროგრესი - 17 წლის ქართველით ვილიარეალში კმაყოფილნი არიან
შთამბეჭდავი პროგრესი - 17 წლის ქართველით ვილიარეალში კმაყოფილნი არიან