ვინისიუს ჟუნიორი, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

„მიეცით ვინისიუსს ოქროს ბურთი“ - რონალდო თანამემამულეს ყველაზე წინ აყენებს

გასული სეზონი „რეალისთვის“ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა - მადრიდის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მეთხუთმეტედ მოიგო, ესპანეთის ლა ლიგის ოქროს მედლები კი ისე მოიპოვა, რომ ოცდათვრამეტ ტურში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ბევრი მიიჩნევს, რომ სამეფო კლუბის წარმატების მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ვინისიუს ჟუნიორია და მათ რიგებს მიეკუთვნება ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო.

რას ამბობს ლუის ნაზარიო დე ლიმა

მართალია ჯერ ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა არც დაწყებულა, მაგრამ ჩემი აზრით ვინისიუს ჟუნიორმა წელს „ოქროს ბურთის“ მიღება უკვე დაიმსახურა. გუშინდელი დღესავით მახსოვს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისი პრეზენტაცია, რომლის დასრულების შემდეგაც ვინის რამდენიმე საჭირო რჩევა მივეცი და ვამაყობ, რომ მოკლე დროში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. არ ვიცი ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ვთვლი, რომ როგორც პრიმერადივიზიონში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში „რეალის“ წარმატებაში მთავარი როლი მან ითამაშა.

ვინისიუს ჟუნიორი უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში ბურთის გატანა ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში შეძლო. 6 გოლით ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გათამაშების ბომბარდირთა დავაში ის მესამე ადგილზე გავიდა და მხოლოდ კილიან მბაპესა და ჰარი კეინს ჩამორჩა. 5 საგოლე გადაცემით კი თანაკლუბელ ჯუდ ბელინგემთან და „დორტმუნდელ“ მარსელ ზაბიცერთან ერთად გათამაშების საუკეთესო ასისტენტისთვის დაწესებული პრიზი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუს ჟუნიორი საუკეთესოა - ჩემპიონთა ლიგის ლაურეატები
ვინისიუს ჟუნიორი საუკეთესოა - ჩემპიონთა ლიგის ლაურეატები