ლევან შენგელია
Aa
Aa

არჩევანს ევრო 2024-ის შემდეგ გააკეთებს - შენგელიამ ბერძნული კლუბი დატოვა

CrystalSport-ის ცნობით, ბერძნული „პანეტოლიკოსი’’ ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ დატოვა, კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს რამდენიმე წინადადება აქვს, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს, ახალ გუნდთან დაკავშირებით არჩევანს ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ გააკეთებს. ცხადია, ევრო 2024-ზე პროდუქტიული თამაშის შემთხვევაში მის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

28 წლის შემტევი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მარცხენა „ვინგბექის'' ფუნქციებს ასრულებს, „პანეტოლიკოსში'' 2022-24 წლებში თამაშობდა, 56 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

ამჟამად ლევან შენგელია ავსტრიაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრო 2024-სთვის ემზადება, ვილი სანიოლის გუნდში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მასთან დაკავშირებით ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ საბერძნეთთან ისტორიულ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია, რამდენიმე თვეა სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, თუმცა სრული დატვირთვით ვარჯიშობს და დიდი ალბათობით ევრო 2024-ზე ითამაშებს.

ფოტო/ვიდეო: NAKREBI.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები