პეპ გუარდიოლა, ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი: საუკეთესო გუნდი რეალია, თუმცა თამაშის დონით სიტი მირჩევნია

ლეო მესიმ Infobae-სთან ინტერვიუში რამდენიმე აქტუალურ თემაზე ისაუბრა.

- რომელი გუნდია დღეს შენთვის მსოფლიოში საუკეთესო? შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი?

„საუკეთესო გუნდი მადრიდის რეალია, რადგან ის ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი გამარჯვებულია. წინა წლებში ისინი ასევე საუკეთესოები იყვნენ, ისევე როგორც მანჩესტერ სიტი, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

თუ შედეგებზე ვისაუბრებთ, ეს არის მადრიდის რეალი. თამაშის სტილზე საუბრისას, მე პირადად პეპ გუარდიოლას მანჩესტერ სიტი მომწონს. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გუნდი, რომელსაც გუარდიოლა წვრთნის, განსაკუთრებულია იმის გამო, თუ როგორი მწვრთნელია პეპი, როგორ ვარჯიშობს, როგორ მუშაობს, როგორ ფეხბურთს ნერგავს გუნდში.

ამიტომ, ფეხბურთის დონის მიხედვით, საუკეთესო გუნდი მანჩესტერ სიტია, შედეგებით კი მადრიდის რეალი“.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა არსებობის ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო. „მანჩესტერ სიტიმ“ კი პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი მიჯრით მეოთხედ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სისულელე იქნება, თუ კვარას სანაცვლოდ კარგ შემოთავაზებაზე უარს იტყვიან“
„სისულელე იქნება, თუ კვარას სანაცვლოდ კარგ შემოთავაზებაზე უარს იტყვიან“