ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა მარკეტი
Aa
Aa

მარკეტი: კვარა კონტეს დაელაპარაკება და შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს

Sky Sport-ის ჟურნალისტი ლუკა მარკეტი რადიო Marte-ს ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის არსებულ ვითარებაზე ესაუბრა, სადაც პსჟ-ს ინტერესზეც გაამახვილა ყურადღება.

„ერთი მხრივ, კვარაცხელიასა და ნაპოლის შორის შეხვედრები მძაფრდება, მეორე მხრივ, პსჟ-ს წინადადებები დე ლაურენტისის კლუბს აშინებს. თუ ფრანგები ძლიერად ჩაერევიან, ნეაპოლელებს მოქმედება გაუჭირდებათ. კლუბმა ამ ტიპის სიტუაციისგან თავი უნდა დაიცვას, რადგან კონტეს ქართველის შენარჩუნება სურს. თუმცა გასაგებია, რომ როცა 100 მილიონიანი შეთავაზება მოგივა, ამაზე უნდა დაფიქრდე.

კონტეს სურს, რომ კვარაცხელია გუნდში დარჩეს. ის კლუბს დაელაპარაკება, ისაუბრებს ფეხბურთელთანაც, შემდეგ აგენტი კვარასთან ისაუბრებს, ბოლოს კი თავად ხვიჩა გადაწყვეტს“.

ამ მომენტისათვის როგორც ცნობილია და როგორც ფრანგულმა L’Equipe-მა დაწერა, კვარაცხელიას პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს. ლუის ენრიკესთვის ხვიჩა პრიორიტეტს წარმოადგენს და ფრანგები მის შეძენას მაქსიმალურად შეეცდებიან. „ნაპოლის“ ქართველის შენარჩუნება სურს, თუმცა ფინანსურად მხარეები შეთანხმებას ჯერ ვერ ახერხებენ.

სავარაუდოდ, ხვიჩას მომავალი ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ვერ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
130 მილიონს არავინ იხდის - ოსიმენი რჩება? ეს არავის აწყობს
130 მილიონს არავინ იხდის - ოსიმენი რჩება? ეს არავის აწყობს