ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სისულელე იქნება, თუ კვარას სანაცვლოდ კარგ შემოთავაზებაზე უარს იტყვიან“

იტალიელი ჟურნალისტი იტალო კუჩი რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ ნეაპოლელები კარგ შეთავაზებას მიიღებენ, მასზე უარის თქმა სისულელე იქნება.

„ნაპოლის შეუძლია კონტესთან ერთად თავის გზას დაუბრუნდეს. გასათვალისწინებელია ერთი რამ - ნეაპოლელებს ბოლო 14 წლის განმავლობაში ევროტურნირები არ გამოუტოვებიათ და ეს ახლა მოხდა. ამიტომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ. შესაძლოა კონტეს მოსვლის შემდეგ ზეიმი ცოტათი გადაჭარბებული.

კონტე პირველ რიგში გუნდს თავდაჯერებულობას უბრუნებს. რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი და დავწერე, რომ კონტეს ფუნდამენტური მახასიათებელი ის არის, რომ ის არ გეუბნება, რომ რაღაც სჭირდება, არამედ პირდაპირ ითხოვს და ფეხბურთელებს მიმართავს. მას მკაფიო იდეები აქვს.

კონტემ დე ლაურენტისთან და სპორტულ დირექტორთან უკვე ისაუბრა. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ნაპოლის შეეფერებიან. არავინ უნდა იფიქროს მოთამაშეთა გაყიდვაზე, თუ რაიმე გიჟური შეთავაზება არ მოვიდა. თუ, მსგავსი წინადადება იქნება, მაგალითად კვარაცხელიას თაობაზე, მაშინ სულელი უნდა იყო, რომ უარი თქვა. ეს წინ გადადგმულ ნაბიჯზე უარის თქმა და სისულელე იქნება“.

- ამბობს კუჩი.

როგორც ცნობილია, პსჟ კვარას სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს იხდის, თუმცა „ნაპოლის“ მეტის მიღება უნდა და ეს გაურკვევლობა დიდი ალბათობით ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლეაუს წარმოუდგენელი უნარები აქვს, მაგრამ კვარა უფრო...“ - ვეტერანი ფეხბურთელის შედარება
„ლეაუს წარმოუდგენელი უნარები აქვს, მაგრამ კვარა უფრო...“ - ვეტერანი ფეხბურთელის შედარება