ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

130 მილიონს არავინ იხდის - ოსიმენი რჩება? ეს არავის აწყობს

ვიქტორ ოსიმენმა რამდენიმე თვის წინ „ნაპოლისთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც მისი წლიური ანაზღაურება 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა, კონტრაქტში კი გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ჩაიწერა.

ამის შემდეგ, იტალიური პრესა გადაჭრით წერდა, რომ ნიგერიელი 2024 წლის ზაფხულში გუნდს დატოვებდა. თითქოს ყველა შეეგუა ამ ფაქტს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა - ამ დრომდე ოსიმენსა და მის აგენტს არც ერთი რეალური შეთავაზება არ მიუღიათ. ფეხბურთელის სანაცვლოდ ამხელა თანხის გადახდის სურვილი არავის აქვს.

ამის შესახებ Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა წერს:

„ნიგერიელმა ხელშეკრულება შობამდე განაახლა, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურება. 10 მილიონი სეზონურად და 130 მილიონი გამოსასყიდი. ეს დე ლაურენტისისთვის დაზღვევა უნდა ყოფილიყო, თუმცა შესაძლოა მომავლის გეგმებში დაბრკოლებად იქცეს.

ამჟამად არავის სურს ოსიმენის სანაცვლოდ ასეთი მაღალი თანხა გადაიხადოს. თავად ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მას ამჟამად პსჟ-ში და საუდის არაბეთში თამაშის მეტი შანსი აქვს.

კონტე მასთან სიამოვნებით იმუშავებს და ვიქტორს ჩვეულ დონეზეც დააბრუნებს. ნაპოლისთვის ეს სერიოზული რისკის შემცველი ნაბიჯი იქნება, რადგან ფეხბურთელის შენარჩუნება მისი სურვილის საწინააღმდეგო უკვე შეცდომაა“.

- წერს იტალიური გამოცემა.

დე ლაურენტისის შემთხვევაში მსგავსად ხელოვნურად გართულებული შემთხვევები ახალი არ არის. იგივე განმეორდა კულიბალისა და ინსინიეს ტრანსფერებთან დაკავშირებითაც.

რაც შეეხება რისკებს. თუ, „ნაპოლი“ ოსიმენს ახლა ვერ გაყიდის, ფეხბურთელს 1 წლის შემდეგ სრულიად უფასოდ დაკარგავს. ოსიმენი 2024/25 წლების სეზონში 10 მილიონს მიიღებს, შემდეგ კი სასურველ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

სხვა საქმეა ის, რომ თავად ფეხბურთელს წასვლა ახლავე სურს და როგორც Areanapoli წერს, მისი ხასიათი დღითიდღე სულ უფრო უარესდება.  ვიქტორს „ნაპოლიში“ დარჩენის სურვილი აღარ აქვს, თუმცა მისი გამოსასყიდის გადამხდელი კლუბების მოძიებაც რთულია.

ამ საქმიდან გამომდინარე ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი „ნაპოლიში“ დარჩენის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ექნება კონტრაქტში ჩაწერილ გამოსასყიდის ოდენობას, რათა ოსიმენის მსგავსი ვარიანტი არ განმეორდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბა ლობჟანიძე: ევროსთვის ძალიან კარგ ადგილას ვემზადებით, მეც კარგ ფორმაში ვარ
საბა ლობჟანიძე: ევროსთვის ძალიან კარგ ადგილას ვემზადებით, მეც კარგ ფორმაში ვარ