NBA: სუპერფინალები | ბოსტონმა დალასს მოუგო და დაწინაურდა
გამთენიისას NBA-ს სუპერფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა. „ბოსტონმა“ „დალასს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 107:89 დაამარცხა.
მასპინძლებმა გუნდური კალათბურთი ითამაშა. „ბოსტონის“ ექვსმა კალათბურთელმა 10+ ქულა ჩააგდო. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ჯეილენ ბრაუნი (22 ქულა), კრისტაპს პორზინგისი (20 ქულა) და ჯეისონ ტეიტუმი (16 ქულა, 11 მოხსნა) იყვნენ.
„დალასის“ რიგებში 30 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო. კაირი ირვინგს ცუდი მატჩი ჰქონდა და მხოლოდ 12 ქულა ჩააგდო.
„ბოსტონმა“ პირველი ორი მეოთხედი 37:20 და 26:22 მოიგო. რის შემდეგაც უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და მეტოქეს მიახლოების საშუალება არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ სერიის მეორე დაპირისპირებაც (10 ივნისი, 04:00) ბოსტონში გაიმართება.