შენგელიას მაგარი დაფარება | ვირტუს ბოლონიას მარცხი ოვერტაიმში
„ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალური სერია მარცხით დაიწყო. თორნიკე შენგელიას გუნდის მეტოქე „ოლიმპია მილანო“ გახლავთ და პირველი მატჩის გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო.
შეხვედრის დასრულებამდე 38 წამით ადრე, „ვირტუს ბოლონია“ 68:65-ს იგებდა, მაგრამ შაბაზ ნეპიერმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 68:68. დამატებით ხუთწუთეულში, შენგელიას გუნდმა შეივონ შილდსს ვერაფერი მოუხერხა. შილდსმა სამი სამქულიანი ჩააგდო და „ოლიმპია მილანომ“ 86:75 მოიგო.
Con 25 punti Shavon Shields trascina l'@OlimpiaMI1936 nella vittoria all'overtime in Gara-1 di queste #LBAFinals @UnipolSai_CRP ????
— Lega Basket Serie A (@LegaBasketA) June 6, 2024
Grande prova anche di Napier con 21 punti a referto: nella @VirtusSegafredo miglior marcatore Shengelia (16 pt) ????#TuttoUnAltroSport pic.twitter.com/TQ2zpjtil3
შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 38 წუთი გაატარა. თორნიკე საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო და 16 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გაიფორმა, შენგელიამ 10-დან 4 ორქულიანი, 5-დან ორი სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
???????? Tornike Shengelia to nevzdal! Jeho ⚡ bleskurychlý návrat a blok!
— SPORTY TV (@sportytvcz) June 6, 2024
Sledujte finále play-off na #SPORTYTV ????#TuttoUnAltroSport #LBAFinals pic.twitter.com/qKTKShHgEu
„ვირტუს ბოლონიას“ მაისურით, 14-14 ქულა ჰქონდათ მარკო ბელინელისა და ისაია კორდინიეს. სტუმართა მხრიდან, შილდსი 25 ქულით გამოირჩა, ნეპიერმა 21 ქულა ჩააგდო, ხოლო დევონ ჰოლმა - 21.
ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონია“ სერიაში 0:1-ს აგებს და მომდევნო შეხვედრას ისევ საკუთარ კედლებში გამართავს. მატჩი 8 ივნისს, თბილისის დროით, 22:30-ზე დაიწყება.