გიუნდოგანი: შესაძლოა სხვანაირად გამოვიყურებით, მაგრამ ჩვენც გერმანელები ვართ
ილქაი გიუნდოგანი თვლის, რომ გერმანიის ნაკრებს განსხვავებული წარმომავლობის ლიდერები სჭირდება.
გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ARD-ის გამოკითხვაზე კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც გერმანელების 21%-ს სურს გერმანიის ნაკრებში მეტი ღია კანის ფერის მქონე ფეხბურთელი თამაშობდეს.
„ვიცი, რომ ჩემნაირი ადამიანები გვჭირდება ლიდერებად, რადგან ეს გერმანიაში არსებულ რეალობას ასახავს. ჩვენ შეიძლება განსხვავებულად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ჩვენც ისეთივე გერმანელები ვართ.
ვიცი, რომ შემიძლია მისაბაძი ვიყო, მაგრამ არ მინდა ამაზე ზედმეტად გავამახვილო ყურადღება. გუნდის კაპიტანი იმიტომ კი არ გავხდი, რომ მიგრანტი ოჯახიდან ვარ. არანაირად არ არის ეს ამასთან დაკავშირებული. მთავარია, როგორ გიყურებენ თანაგუნდელები და მწვრთნელები. მხოლოდ ის, ვისაც გუნდი ღიად და პატიოსნად თვლის, ხდება კაპიტანი“,
- განუცხადა გიუნდოგანმა Der Spiegel, რომლის მშობლები თურქეთში დაიბადნენ.
გერმანიის ნაკრები ევრო 2024-ზე A ჯგუფში შვეიცარიასთან, შოტლანდიასთან და უნგრეთთან ერთად იმყოფება.