„ფავორიტი ეს 4 ნაკრებია“ - მოურინიომ ევრო 2024-ზე ისაუბრა
ჟოზე მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ევრო 2024-ის მოგებად შანსები შეაფასა და ტურნირის ფავორიტებზე ისაუბრა.
„არ მინდა უპატივცემულო ვიყო წინა თაობების მიმართ, რომლებიც გვყავდა, მაგრამ გუნდის სიღრმისა და ხარისხის თვალსაზრისით, ჩვენ ახლა ალბათ ისტორიაში საუკეთესო გუნდი გვყავს და პორტუგალიას შეუძლია ტურნირი მოიგოს.
ეს ყველაფერი თავდაჯერებულობაზეა, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი დაამარცხონ. არ მინდა ვთქვა, რომ პორტუგალია საუკეთესო გუნდია, მაგრამ ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია ჩვენზე უკეთესები არ არიან.
მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა აირჩიოს ვინ უნდა დაიწყოს, რადგან არის ორი შესანიშნავი მარჯვენა მცველი, ორი შესანიშნავი მარცხენა მცველი, ორი შესანიშნავი ნახევარმცველი სხვადასხვა პოზიციაზე - და მე მხოლოდ ორს ვამბობ, რადგან გუნდში მხოლოდ 23 მოთამაშეა. მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტი მათგანია.
თუ სიურპრიზები იქნება, გამიკვირდება! საფრანგეთი და გერმანია ყოველთვის კარგად თამაშობენ, პორტუგალიასა და ინგლისს უკეთესი შემადგენლობა ჰყავთ ვიდრე ოდესმე. ეს ოთხი გუნდი ფავორიტია.
ესპანეთში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მათი ფეხბურთი და ფეხბურთელები უმაღლესი ხარისხისაა. იტალიის ან ბელგიის გამარჯვება ჩემთვის სიურპრიზი იქნება“,
- განაცხადა „ფენერბახჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა.