საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„საათივით გამართული გუნდი“ | El Nacional-ი F ჯგუფსა და საქართველოს ნაკრებზე

El Nacional-მა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში მოხვედრილ ნაკრებებზე დაწერა. ესპანური გამოცემის მიხედვით, პორტუგალია მთავარი ფავორიტია, საქართველო კი არის დებიუტანტი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს.

„F ჯგუფის უცნობი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელიც დიდ ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. მათ საგზური საბერძნეთის დამარცხებით მოიპოვეს. ჯვაროსნებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს, რომელშიც ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის დანიშვნის შემდეგ, ჯვაროსნებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს. საქართველო უფრო კომპაქტური გუნდი გახდა, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს და საათივით გამართულად მუშაობს. მამარდაშვილი ჯვაროსნების კარს იცავს, ნაპოლის გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია კი შეტევაში მთავარი ფეხბურთელია. საქართველოს დასაკარგი არაფერი აქვს და ისწრაფვის იმისკენ, რომ საკუთარი ოცნებით სიამოვნების მიღება განაგრძოს“, - წერს კატალონიური გამოცემა.

ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს, Opta-ს მიხედვით, საქართველომ ჯგუფური ეტაპი 10 000 სიმულაციიდან 37.2 პროცენტში დაძლია. ვილი სანიოლის ბიჭებმა F ჯგუფში პირველი ადგილი სიმულაციების 6.1 პროცენტში დაიკავეს, მეორე ადგილი - 14.7 პროცენტში, მესამე ადგილი - 28.5 პროცენტში, მეოთხე ადგილი - 50.8 პროცენტში. საქართველოს ნაკრები 10 000 სიმულაციიდან 8.3 პროცენტში მეოთხედფინალში გავიდა, 2.5 პროცენტში ნახევარფინალის საგზური დაისაკუთრა, 0.5 პროცენტში ფინალში იასპარეზა, ხოლო 0.1-ში ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენს არ იყიდიან, ლუის ენრიკეს მხოლოდ კვარა აინტერესებს“
„ოსიმენს არ იყიდიან, ლუის ენრიკეს მხოლოდ კვარა აინტერესებს“