ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ოსიმენს არ იყიდიან, ლუის ენრიკეს მხოლოდ კვარა აინტერესებს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი გიუმ მაილარდ პაჩინი სოციალურ ქსელ X-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს. ცნობილია, რომ პსჟ ორივე მათგანის შეძენით ინტერესდება.

„ოსიმენი პსჟ-ში? ამის შესახებ ბევრი ჭორი მსმენია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კონკრეტული არაფერია, რადგან პსჟ-მ იცის, რომ მბაპეს ჩასანაცვლებლად ყველაზე შესაფერისი პროფილის მოთამაშე კვარაცხელიაა. რა თქმა უნდა, პსჟ ოსიმენსაც და კვარასაც ერთად ვერ იყიდის, რადგან გასულ ზაფხულს კლუბმა კოლო მუანისა და გონსალო რამუშის სანაცვლოდ სოლიდური თანხები დახარჯა. მათი გაშვება კლუბს არ სურს. ლუის ენრიკეს ეს არ უნდა.

ლუის ენრიკესთვის პრიორიტეტი კვარაცხელიაა. შესაძლოა ოსიმენის ხსენება განპირობებულია იმით, რომ პარიზელთა სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი ადრე ლილში ვიქტორთან ერთად იმყოფებოდა და მას კარგად იცნობს“.

- წერს იტალიელი ჟურნალისტი.

როგორც მოგეხსენებათ, პსჟ კვარას სანაცვლოდ 110 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა. „ნაპოლი“ უარზე მყარად დგას, თუმცა პარიზული კლუბი დანებებას არ აპირებს. როგორც ჩანს, ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მაგუაიერისა და გრილიშის გარეშე | ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ევროსთვის
მაგუაიერისა და გრილიშის გარეშე | ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ევროსთვის