იგა შვიონტეკი, ჟასმინ პაოლინი
Aa
Aa

როლან გაროსის ქალთა თანრიგი | ფინალისტების ვინაობა ცნობილია

როლან გაროსის ქალთა თანრიგში, ფინალისტების ვინაობა გაირკვა. იგა შვიონტეკმა ნახევარფინალში კოკო გაუფს სძლია და ორ სეტში, 6:2, 6:4 იმარჯვა. მეორე ნახევარფინალში, მირა ანდრეევა ჟასმინ პაოლინისთან ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 1:6.

28 წლის პაოლინი როლან გაროსის ფინალში პირველად გავიდა. აქამდე, საფრანგეთის ღია პირველობაზე, იგი მეორე რაუნდზე შორს არც ერთხელ გასულა. პაოლინი 2015 წლის შემდეგ პირველი ქალი იტალიელი ჩოგბურთელია, რომელიც დიდი სლემის ფინალში იასპარეზებს. 2015 წლის ამერიკის ღია პირველობაზე, ფლავია პენეტამ რობერტა ვინჩი დაამარცხა.

შვიონტეკი მსოფლიოს პირველი ჩოგანია და ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო. მან საკუთარი მიღწევა გაიმეორა, როლან გაროსზე კი 20 შეხვედრაა არ დამარცხებულა. პოლონელი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირის ფინალში მეხუთედ გავიდა და US Open-ისა და როლან გაროსის გამარჯვებულია (2020, 2022, 2023).

ცნობისთვის, ქალთა თანრიგის გამარჯვებულის ვინაობა შაბათს გაირკვევა და ფინალი თბილისის დროით, 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია საოცარი კალათბურთელია - მიროტიჩი ვირტუსთან მატჩის წინ
შენგელია საოცარი კალათბურთელია - მიროტიჩი ვირტუსთან მატჩის წინ