რამაზ სვანაძე
Aa
Aa

U21: საქართველოს უგოლო ფრე ყაზახეთთან

„მიხეილ მესხზე“ დღეს 21-წლამდელთა შორის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩი დაბალ ტემპში წარიმართა და საკმაოდ მოსაწყენი იყო. ბურთს ძირითადად საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა, თუმცა მეტოქე თავს კარგად იცავდა და ბევრი მომენტი არ შექმნილა.

მეორე ტაიმში ყველაზე გამოსარჩევი მომენტი ცვლილებაზე შესულ იობაშვილსა და ხარებავას ჰქონდათ. პირველ შემთხვევაში ბურთი ძელს მოხვდა, მეორე მომენტი კი უფრო ხელსაყრელი იყო, თუმცა ხარებავა, გატანა ვერ შეძლო.

რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე გამართავს. 5 სექტემბერს შინ მოლდოვას დავუპირისპირდებით.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ხარატიშვილი (თანდილაშვილი 46), მაისურაძე (კვარაცხელია 78), გოგლიჩიძე (ხარებავა 78), ხვადაგიანი, რუხაძე (მამაცაშვილი 46), ოდიშარია (ოგბაიძე 64), ლომინაძე (ოსიყმაშვილი 31), გაგნიძე (უგრეხელიძე 64), კვერნაძე (იობაშვილი 64), სალია (აბუაშვილი 46), გორდეზიანი (მორჩილაძე 64).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტეს ხელში სად უნდა ითამაშოს? ხვიჩა შესაძლოა ამ ყველაფერს შეეწიროს“
„კონტეს ხელში სად უნდა ითამაშოს? ხვიჩა შესაძლოა ამ ყველაფერს შეეწიროს“