ხვიჩა კვარაცხელია, ალესიო ტაკინარდი
Aa
Aa

„კონტეს ხელში სად უნდა ითამაშოს? ხვიჩა შესაძლოა ამ ყველაფერს შეეწიროს“

„ნაპოლი“ ანტონიო კონტესთან ერთად იმედოვნებს, რომ სერია A-ს ცხრილის სათავეს დაუბრუნდება.

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში კონტეს ტაქტიკაზე ისაუბრა. მისთვის გაუგებარია, თუ სად უნდა ითამაშოს კვარაცხელიამ 3-5-2-ში.

„კონტეს დანიშვნა? ეს ჩემპიონატისთვის გაგზავნილი მესიჯია. შარშანდელ სეზონში ნაპოლიმ შეცდომები დაუშვა. გუნდს ენთუზიაზმი სჭირდებოდა. არ არსებობს უკეთესი წამალი რეგენერირებისთვის, ვიდრე ანტონიო კონტე. ძალიან მაინტერესებს რა იდეა აქვს კონტეს ოსიმენთან, დი ლორენცოსთან და კვარაცხელიასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ანტონიო თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს, როცა 3-5-2 სქემით თამაშობს და მაინტერესებს, როგორ მოერგება ამ სქემას კვარა? ყველაფერი იცვლება და ხვიჩა შესაძლოა ამ ყველაფერს შეეწიროს.

კონტე გუნდს დიდ მოტივაციას აძლევს, გულწრფელ ენთუზიაზმს. თუ თავი გაქვს მას უნდა გაჰყვე, თუ ეს არ შეგიძლია უმჯობესია წახვიდე.

ნაპოლის კონტესთან ერთად წინ კარგი სეზონი ელის. ის გამარჯვებულია, ორგანიზებულია, ის მზად არის, მატჩებს შესანიშნავად ამზადებს. უთხარით ანტონიოს, რომ თუ ის დამირეკავს მე ახლაც მზად ვარ წავიდე და მასთან ვითამაშო“.

- განაცხადა ტაკინარდიმ.

უკვე ბევრმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა, რომ ხვიჩა დარჩენის შემთხვევაში 3-5-2 სქემაში მეორე ფორვარდად ითამაშებს. არის შანსი, რომ ახალ სეზონში მისი მეწყვილე რომელუ ლუკაკუ იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაყავი და იბატონე“ - მელა, რომელმაც ჩავი ჩამოიშორა | დეკუს ამბავი
„დაყავი და იბატონე“ - მელა, რომელმაც ჩავი ჩამოიშორა | დეკუს ამბავი