სერია A-მ ხვიჩას გოლი მაისის თვის საუკეთესოდ დაასახელა!
სერია A-მ „ფიორენტინას“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მაისის თვის საუკეთესო გოლად დაასახელა.
იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა YouTube-გვერდმა ვიდეო ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩას გოლი პირველ ადგილზე არის გაყვანილი.
ქართველმა შემტევმა „ფიორენტინას“ 17 მაისს, სერია A-ს 37-ე ტურში გაუტანა. 57-ე წუთზე, როდესაც „ნაპოლი“ 2:1 მარცხდებოდა, ხვიჩა თავის გუნდს მხსნელად მოევლინა და ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ანგარიში 2:2 გახადა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს გასულ სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, მისმა გუნდმა კი სატურნირო ცხრილში 53 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.