სალომე სვანი, ათუკა ბახტაძე
Aa
Aa

სვანი და ბახტაძე NBA-ს კემპზე - ქართველი ტალანტები სკაუტთა ყურადღების ქვეშ

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ კემპში, სახელწოდებით „კალათბურთი საზღვრებს გარეშე“ ორმა ქართველმა კალათბურთელმა, 17 წლის სალომე სვანმა და 16 წლის ათუკა ბახტაძემ მიიღო მონაწილეობა. NBA-ს მთავარ ღონისძიებას, რომლის საშუალებითაც კალათბურთის სკაუტები ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდებს აკვირდებიან, ესპანეთის ქალაქმა მალაგამ უმასპინძლა.

კემპის ფარგლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 30 საუკეთესო ვაჟ და ამდენივე გოგონა კალათბურთელს ოთხი დღის განმავლობაში, ჩაუტარდათ ყველა ძირითადი საკალათბურთო ვარჯიშები - დაცვა, შეტევა, სამქულიანები და ასევე ლექციები ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში ქცევის ნორმებსა და ლიდერული თვისებების გამომუშავებაზე. კემპს NBA-ს კალათბურთელები კოლინ სექსტონი (იუტა) და დევონტე გრეჰემი (სან ანტონიო) უძღვებოდნენ.

სალომე სვანი ისტორიაში პირველი ქართველი გოგონაა, რომელიც ნაციონალური საკალათბურთ ასოციაციის კემპზე მიიწვიეს. ის „ორბის“ აღზრდილია და კარიერის გამორჩეული შეხვედრა შარშან გიბრალტართან საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა, როდესაც 62 ქულასთან ერთად, 16 ჩაჭრა დააგროვა. რაც შეეხება ბახტაძეს, ქუთაისელი მოთამაშე უკვე მეორე წელია ვილნიუსის „ჟალგირისის“ ახალგაზრდულ გუნდში გამოდის და წელს ევროლიგის ასაკობრივ გათამაშებაშიც იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია ვერ გააჩერეს - ვირტუსი ფინალშია
შენგელია ვერ გააჩერეს - ვირტუსი ფინალშია