გიორგი მიქაუტაძე, პიერ დრეოსი, ფრედერიკ არპინიონი
Aa
Aa

მიქაუტაძის ტრანსფერზე ახალი დირექტორი იმუშავებს - ცვლილება მეცში

ნებისმიერი წარუმატებლობის შემდეგ, ნებისმიერი კლუბის სტრუქტურაში გარკვეული სახის ცვლილებები ხორციელდება და გამონაკლისს არც „მეცი“ წარმოადგენს, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეი აუტის ორი მატჩის ჯამში „სენტ ეტიენთან“ დამარცხდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა. რთული სათქმელია, განცდილი ფიასკო კლუბის პრეზიდენტმა შემადგენლობის არასწორად დაკომპლექტებას დააბრალა თუ არა, თუმცა ფაქტია, რომ მისი გადაწყვეტილება სწორედ ამაზე მეტყველებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ უშუალო ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ, თანამდებობა დატოვა სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსმა, რომელსაც ფრედერიკ არპინიონი შეცვლის. ეს უკანასკნელი 2016 წლიდან 2022 წლამდე კლუბის პერსონალის კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობდა. „ნიმის“ აკადემიის აღზრდილ მოთამაშეს საუკეთესო წლები ფეხბურთელობისას „სტრაბურგსა“ (44 მატჩი, 4 გოლი) და „მეცში“ (79 მატჩი, 4 გოლი) აქვს გატარებული და კარიერის დასრულების შემდეგ კვლავაც საფეხბურთო საქმიანობაში იყო ჩართული.

როგორც უკვე მოგეხსენებათ, „მეცმა“ „აიაქსიდან“ გიორგი მიქაუტაძის კონტრაქტი, საიჯარო ხელშეკრულებაში ჩაწერილი პუნქტის შესაბამისად, 15 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ახლა 23 წლის ქართველი ფორვარდის ტრანსფერში მინიმუმ 20 მილიონის აღებას შეეცდება, მსურველ გუნდებთან კი მოლაპარაკებებს სწორედ არპინიონი გაუძღვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც მსაჯმა შეცდომა აღიარა, მე და ჟორჟმა ვთქვით, რომ...“ - მეცის სპორტული დირექტორი
„როდესაც მსაჯმა შეცდომა აღიარა, მე და ჟორჟმა ვთქვით, რომ...“ - მეცის სპორტული დირექტორი