ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, იური სიომინი
Aa
Aa

„კვარა ტოპ-ფეხბურთელია, მწვრთნელს მნიშვნელობა არ აქვს“ - სიომინი ხვიჩასა და კონტეზე

მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ანტონიო კონტესთან ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

რას ამბობს სიომინი:

„ხვიჩა ტოპ-მოთამაშეა, რომლისთვისაც საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი მწვრთნელი ეყოლება. მან უკვე გადალახა ის პერიოდი, როდესაც თამაშის გამო მწვრთნელის მხრიდან მისდამი მხოლოდ სიმპათია იყო საჭირო. კონტე მსოფლიო დონის ტოპ-მწვრთნელია და „ნაპოლის“ პრეზიდენტს, რომელმაც კონტე დანიშნა, დიდი ფინანსები და შესაძლებლობები აქვს, რადგან გუნდში ასეთი მწვრთნელის მოყვანა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული“.

„ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 5 ივნისს გამოცხადდა. გავრცელებული ცნობებით, იტალიელმა სპეციალისტმა ნეაპოლურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და წლიურად, ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონი ხვიჩას გუნდმა სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე დაასრულა და 38 ტურში 53 ქულა დააგროვა, რითაც, ევროტურნირების მიღმა აღმოჩნდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/24 წლების სეზონში სერია A-ში 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბოლო პერიოდში, ევროპულ პრესაში აქტიურად იწერება პსჟ-ის ინტერესის შესახებ. გავლენიანი სააგენტოების ცნობით, პარიზელები მზად არიან ხვიჩას ტრანსფერში „ნაპოლის“ 130 მილიონი ევრო გადაუხადონ, თუმცა, წინადადებას აურელიო დე ლაურენტისი ბლოკავს, რომელიც ყველა გზით ცდილობს ქართველის შენარჩუნებას.

პარალელურად, დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და მზადაა კვარას ხელშეკრულება 2029 წლამდე გაუხანგრძლივოს, რომელშიც ანაზღაურება წლიურად 5.5 მილიონი ევრო იქნება, გამოსასყიდი თანხა კი 150 მილიონი ევრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდს მხოლოდ ოსიმენი დატოვებს, კვარა კი...“ - იტალიელი ჟურნალისტი სატრანსფერო ბაზარზე
„გუნდს მხოლოდ ოსიმენი დატოვებს, კვარა კი...“ - იტალიელი ჟურნალისტი სატრანსფერო ბაზარზე