ივან ჰაშეკი, ლადისლავ კრეიჩი
Aa
Aa

ჩეხების ლიდერი კრეიჩი იქნება - სპარტას ნახვარმცველს გრანდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჰამბურგში ჩეხეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომლის მთავარ მწვრთნელს ივან ჰაშეკს განაცხადში ყველაზე მეტი, რვა ფეხბურთელი „სლავიადან“ ჰყავს შეყვანილი, თუმცა ადგილობრივი პრესა ფიქრობს, რომ გუნდის ლიდერი კონტინენტის პირველობაზე პრაღის მეორე გრანდის, „სპარტას“ ნახევარმცველი ლადისლავ კრეიჩი იქნება, რომელმაც ჩეხეთის ჩემპიონატის გასული სეზონის გათამაშებაში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რას წერს ჩეხური სპორტული პრესა

კრეიჩმა გულშემატკივარს უმაღლეს დონეზე თამაშით ჯერ კიდევ ევროპა ლიგის გათამაშებაში დაამახსოვრა. მართალია, „ლივერპულმა“ „სპარტას“ პრობლემების გარეშე, მარტივად მოუგო, მაგრამ ამ ფეხბურთელმა ყველას დაანახა, რომ უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზად არის.  კრეიჩი მეორე სართულზე ძალიან ძლიერია, 11-მეტრიანებს უშეცდომოდ ასრულებს და ლიდერის თვისებებით გამოირჩევა. გარდა ამისა, მარცხენა ფეხით არაჩვეულებრივი პასი აქვს და როგორც მისი აგენტი აცხადებს, ევროპის ჩემპიონატამდეც კი მისით ესპანეთის ლა ლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.

ჩეხები ევროპის ჩემპიონატს 18 ივნისს პორტუგალიის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებენ, 22 ივნისს ქართველებს დაუპირისპირდებიან და ჯგუფურ ეტაპს 26 ივნისს თურქეთის ეროვნულ გუნდთან მატჩით დაასრულებენ. ჰაშეკის დანიშვნის შემდეგ გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე მოიგო. ხვალ კი ჩეხები საკონტროლო თამაშს მალტის ნაკრებთან ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰაშეკმა უდისციპლინო ფეხბურთელები დააბრუნა
ჰაშეკმა უდისციპლინო ფეხბურთელები დააბრუნა