კილიან მბაპე, ტიერი ანრი
Aa
Aa

მბაპე ოლიმპიადაზე - საკითხი ჯერ არ დახურულა

საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიერი ანრიმ „პარიზი 2024“-ისთვის გაფართოებული შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც ფრანგების მთავარი ვარსკვლავის, კილიან მბაპეს სახელი და გვარი არ ფიგურირებდა. ყოველივე ამის ფონზე, ბევრმა ჩათვალა, რომ „რეალის“ 25 წლის ფორვარდის ოლიმპიადაზე ასპარეზობა გამორიცხულია, თუმცა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში ამასთან დაკავშირებით სხვაგვარი მოსაზრება აქვთ.

როგორც მოგეხსენებათ, მთავარ სპორტულ ფორუმზე, თითოეული მონაწილე ქვეყნის ნაკრებს უფლება აქვს 23 წელს გადაცილებული სამი ფეხბურთელი ათამაშოს, ანრის განაცხადში კი ასეთი მხოლოდ ორია. სწორედ ამაზე გააკეთა მინიშნება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ, რომელმაც აღნიშნა, რომ თავად სთხოვა მწვრთნელს ეს ერთი ვაკანტური ადგილი შეენახა, რადგან მას მბაპეს საკითხის დადებითად გადაწყვეტის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. დიალოს თქმით, ის რამდენიმე დღის წინ პარიზში, ფიფას ერთ-ერთ ღონისძიებაზე, „რეალის“ პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს შეხვდა და მის შეკითხვაზე, ჰქონდეთ თუ არა მბაპეს დახმარების იმედი ოლიმპიადაზე, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელმა დიპლომატიური პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ საკითხი ჯერ არ დახურულა.

კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი, 2021 წელს კი უეფას ერთა ლიგა მოიგო. 2022 წელს ის და მისი თანაგუნდელები მუნდიალის ფინალში არგენტინასთან დამარცხდნენ და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდნენ. საერთო ჯამში „სამფეროვნების“ შემადგენლობაში გამართულ 78 შეხვედრაში 25 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 47 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Marca: მბაპეს სადაც ეტყვიან იქ ითამაშებს - ის გუნდში ატმოსფეროს არ გააფუჭებს
Marca: მბაპეს სადაც ეტყვიან იქ ითამაშებს - ის გუნდში ატმოსფეროს არ გააფუჭებს