ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ, ანტონიო დი ჯენარო
Aa
Aa

„ლეაუს წარმოუდგენელი უნარები აქვს, მაგრამ კვარა უფრო...“ - ვეტერანი ფეხბურთელის შედარება

იტალიის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად ცნობილმა კომენტატორმა, ანტონიო დი ჯენარომ Tutto Mercato Web-თან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაუ შეადარა და განაცხადა, რომ ქართველი შემტევი საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგება.

რას ამბობს დი ჯენარო:

„ლეაუს წარმოუდგენელი უნარები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას მხოლოდ 50%-ით იყენებს, კვარაცხელიას კი უფრო კარგი მენტალიტეტი აქვს და საქმისადმი დამოკიდებულებითაც უფრო კარგია“.

ცნობისთვის, ანტონიო დი ჯენაროს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 1984-1986 წლებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლის გატანაც შეძლო. 65 წლის ვეტერანს კარიერის უდიდესი ნაწილი „ვერონაში“ აქვს გატარებული, სხვადასხვა წლების განმავლობაში კი „ფიორენტინას“, „პერუჯას“ და „ბარის“ ღირსებას იცავდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს გასულ სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაფაელ ლეაუმ კვარას მსგავსად 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლთან ერთად, 9 საგოლე პასიც შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო შემტევები ESPN-ის ვერსიით | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია
საუკეთესო შემტევები ESPN-ის ვერსიით | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია