რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, პიეტრო ლო მონაკო
Aa
Aa

„მე გეტყვით, როგორ გამოიყენებს კონტე კვარას 3-5-2-ში“ - იტალიელი ექსპერტი

ცნობილმა სპორტულმა მენეჯერმა და ექსპერტმა პიეტრო ლო მონაკომ რადიო Marte-სთან საუბრისას იტალიური ფეხბურთის შესახებ რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა და „ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს ტაქტიკურ რევოლუციაზე თავისი აზრი დააფიქსირა.

„ფედერიკო კიეზა კონტეს ტაქტიკისთვის შესაფერისი კადრი ვერ იქნება. 3-5-2 დიდად არის დამოკიდებული ფლანგების შესაძლებლობებზე. ეს სქემა შესაძლოა საკმაოდ შემტევ ტაქტიკად ფორმირდეს, თუ ფლანგები შესაბამისად იმუშავებს. თუ შენ თამაშობ შემტევი ფლანგელით, ამ დროს შენ ნახევარდაცვაში ზონები უნდა დახურო, შემდეგ ეს სქემა ძალიან შემტევი ხდება, რადგან მინიმუმ 4 კაცით უტევ. ამ სქემაში შენ შესაბამისი სათადარიგო სკამიც დაგჭირდება და ვარსკვლავური წყვილები.

კონტეს არ აქვს კარგი სახელი? რადგან ის კონფლიქტურია და ანტიპათიას იწვევს? ის ნებისმიერ შემთხვევაში ფოლკლორის ნაწილია. მან ტიტული ყველგან მოიგო და შესანიშნავი მწვრთნელია.

როგორ ვხედავ კვარაცხელიას კონტეს სქემაში? ეს საკმაოდ დიდი დილემაა. ვფიქრობ, ის მას მეორე ფორვარდად დააყენებს, ცენტრფორვარდის დასახმარებლად. ეს იქნება ლუკაკუ, თუ ვინმე სხვა“.

აქტიურად იწერება, რომ იტალიელ სპეციალისტს რომელუ ლუკაკუს შეძენა სურს, რომელსაც ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად მოიაზრებს. კონტეს „ინტერში“ ლაუტარო-ლუკაკუს დუეტი ჰყავდა, ახლა კი მოსალოდნელია, რომ კვარა-ლუკაკუს ტანდემს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ კონტემ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაა, რისთვისაც ნეაპოლელებს დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი პსჟ-ს წინადადებებს ბლოკავს, თუმცა ერთი რამ აშინებს...
ნაპოლი პსჟ-ს წინადადებებს ბლოკავს, თუმცა ერთი რამ აშინებს...