რეალ სოსიედადი, მიკელ მერინო
Aa
Aa

კიმიხი ძვირია - ბარსა მიკელ მერინოს ყიდვას გეგმავს

„რეალ სოსიედადის“ ესპანელი ნახევარმცველი მიკელ მერინო შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს.

Diario Sport-ის ცნობით, „ბლაუგრანა" უახლოეს კვირებში მერინოს შეძენას შეეცდება. თუ, კლუბი ფეარ პლეის წესების დაცვას შეძლებს, ტრანსფერი შედგება. კატალონიელებს ესპანელი შუახაზელი მოსწონთ და თვლიან, რომ ფლიკის 2 საყრდენიან სქემაში იგი იდეალურად ჩაჯდება.

27 წლის ბასკი მრავალფეროვან ნახევარმცველად ითვლება, რომელსაც თითქმის ყველა ფუნქციის შესრულება შეუძლია: აქვს კარგი პასი, იცის შეტევაში მოქმედება, სიღრმიდან ბურთის ამოტანა და შემტევებთან დამაკავშირებელი ხაზების კონტროლი შეუძლია, ასევე კარგია დაცვაშიც. ის ასევე დამატებით უპირატესობას იძლევა ორთაბრძოლების მოგების უნარის გამო.

„ბარსელონას" მერინოს მიმართ ინტერესის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მისი კონტრაქტი „რეალ სოსიედადთან" 2025 წლის 30 ივნისს იწურება და მისი ტრანსფერი „ბლაუგრანას" იოზუა კიმიხზე ბევრად ნაკლები დაუჯდება.

მერინო „სოსიედადში“ 2018 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 242 შეხვედრაში 27 გოლი და 30 საგოლე გადაცემაა. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე ჯამში 45 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაკაბაძე: “გერმანიაში 3 მატჩის სათამაშოდ არ ჩავდივართ“
კაკაბაძე: “გერმანიაში 3 მატჩის სათამაშოდ არ ჩავდივართ“