ჩელსი, მილანი, ნაპოლი, რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

ნაპოლის კონკურენტი გამოუჩნდა - ლუკაკუსთვის მილანიც იბრძოლებს

რომელუ ლუკაკუსთვის ბრძოლაში მილანიც ჩაერთო. ახლა ანტონიო კონტეს და ნაპოლის საკმაოდ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

ცნობილია, რომ მილანს და ჩელსის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რაც ფიკაიო ტომორის და რუბენ ლოფტუს-ჩიკის ტრანსფერებშიც ნათლად გამოჩნდა.

პრობლემას მხოლოდ ის ქმნის, რომ როსონერის ბელგიელი თავდამსხმელი იჯარის წესით სურთ. არისტოკრატებს რომელუს გაყიდვა და მასში 38 მილიონი ევროს აღება სურთ.

რაც შეეხება ნაპოლის, მათ უპირატესობას ის აძლევს, რომ ანტონიო კონტეს და ლუკაკუს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ისინი 2019/2021 წლებში იუვენტუსში მუშაობდნენ ერთად.

ნაპოლის ჰქონდა იდეა, რომ ტრანსფერში ოსიმენი ჩაერთო, თუმცა Sky Sports-ის ინფორმაციით, ჩელსი ნიგერიელი თავდამსხმელის გადაბირებით არ ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ფაბრიციო რომანომ მილანის ახალი მწვრთნელის შესახებ დაწერა. როსონერის მომავალ სეზონში ფონსეკა გაწვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
2-წლიან კონტრაქტს დათანხმდა - მილანს ფონსეკა ჩაიბარებს
2-წლიან კონტრაქტს დათანხმდა - მილანს ფონსეკა ჩაიბარებს