ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლი პსჟ-ს წინადადებებს ბლოკავს, თუმცა ერთი რამ აშინებს...

ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ არსებული სატრანსფერო ამბები ყოველდღიურად ვრცელდება. ამჯერად ამ თემის შესახებ Il Mattino წერს.

წყაროს თანახმად, ნეაპოლელებმა პსჟ-ს 110 მილიონიანი შეთავაზება უარყვეს, თუმცა თუ მათ ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ, მათ მამუკა ჯუღელის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. როგორც ცნობილია, კვარას გარემოცვას პარიზელებთან უკვე სიტყვიერი შეთანხმება მიღწეული აქვთ.

„ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს გუნდის ლიდერების შენარჩუნება სურს, თუმცა ეს მასზე დამოკიდებული არ არის.

Il Mattino-ს თანახმად, „ნაპოლის“ სწორედ ეს გარემოება აშინებს - ხვიჩას შეთანხმება პსჟ-სთან და თავად ნეაპოლელებთან არსებული ჩიხში შესული მოლაპარაკებები.

ლუის ენრიკე კვარას პირადად ესაუბრა, მამუკა ჯუღელმა პარიზელებისგან ყველანაირი თანხმობა მიიღო, რჩება მხოლოდ „ნაპოლი“, რომელიც 110 მილიონიან წინადადებაზე დღემდე უარს ამბობს, თუმცა თავად ხვიჩას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

კონტეს ახალი „ნაპოლის“ შექმნა კვარას ირგვლივ სურს, თუმცა ფეხბურთელისთვის დაახლოებით, ბონუსების ჩათვლით 6 მილიონ ევრომდე გადახდა არ სურთ. ბუნებრივია ეს ხვიჩასა და მისი გარემოცვის უკმაყოფილებას იწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაკაბაძე: “გერმანიაში 3 მატჩის სათამაშოდ არ ჩავდივართ“
კაკაბაძე: “გერმანიაში 3 მატჩის სათამაშოდ არ ჩავდივართ“