კაკაბაძე: “გერმანიაში 3 მატჩის სათამაშოდ არ ჩავდივართ“
სულ მალე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. „ჯვაროსნებისა“ და პოლონური კრაკოვიას მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონურ მედიას ესაუბრა.
კაკაბაძე:
„ევრო 2024-ის პირველ შეხვედრას ყველა დიდი ემოციით ველოდებით, რადგან ჩვენი მწვრთნელის გარდა ევროპის ჩემპიონატზე არავის უთამაშია. მოლოდინი? გვინდა ყველა მატჩში ვიბრძოლოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. გერმანიაში 3 მატჩის სათამაშოდ არ ჩავდივართ. გპირდებით, თამაშის დროს დანებებულ საქართველოს ვერ ნახავთ.
ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მალე დიდ ტურნირებზე რეგულარულად ითამაშებს. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ისინი ევროპულ გუნდებში თამაშობენ. აქედან გამომდინარე პოტენციალი გვაქვს, რომ შემდეგ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზეც ვითამაშოთ.“
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. მეორე ტურში „ჯვაროსნები“ 22 ივნისსს ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო მესამე ტურში, რომელიც 26 ივნისს არის დაგეგმილი, საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება.