2-წლიან კონტრაქტს დათანხმდა - მილანს ფონსეკა ჩაიბარებს
როგორც მოგეხსენებათ, სტეფანო პიოლიმ მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. დღევანდელ დღემდე როსონერი აქტიურად ეძებდა ახალ სპეციალისტს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ახალი ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ პაულო ფონსეკამ ლილი ოფიციალურად დატოვა. პორტუგალიელი მწვრთნელი მილანის წინადადებას დათანხმდა და სულ მალე 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მისი ყოველწლიური ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება. 2 წლის გასვლის შემდეგ, თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, ფონსეკას ანაზღაურება 3 მილიონამდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ 51 წლის მწვრთნელს სერია ა-ში მუშაობის გამოცდილება აქვს. ფონსეკა 2019/2021 წლებში რომას ხელმძღვანელობდა.