ოზან ქაბაქი
Aa
Aa

ტრავმა მძიმე გამოდგა - თურქების დაცვის ლიდერი ევროპას გამოტოვებს

თურქეთის ეროვნულ ნაკრებს იტალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მე-3 ფეხბურთელი დაემტვრა და როგორც გაირკვა დაზიანება მძიმე გამოდგა.

დღეს, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ოზან ქაბაქი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

„ოზან ქაბაქს ტრავმის შემდეგ, გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი. 24 წლის მცველის განაცხადიდან ამოღების მიზეზი ეს გახდა“.

- ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ქაბაქმა, რომელიც თურქების დაცვის ლიდერად ითვლება, მატეო რეტეგისთან ორთაბრძოლის დროს, აუტის ხაზთან მუხლის ტრავმა მიიღო და იმწამსვე დახმარება მოითხოვა. ტკივილი მძიმე ჩანდა და მალევე თურქი ფეხბურთელი შესაცვლელი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ეს მონტელას გუნდის რიგით მე-3 დანაკარგია. აქამდე თურქებმა ფორვარდი ენეს უნალი (ბორნმუთი) და ცენტრალური მცველი ჩაგლარ სოიონჯუ (ატლეტიკო მადრიდი) დაკარგეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას 72 საათი აქვს | ნიუკასლის შეთავაზება მამარდაშვილის ტრანსფერზე
ვალენსიას 72 საათი აქვს | ნიუკასლის შეთავაზება მამარდაშვილის ტრანსფერზე