ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ოპერაცია სჭირდება - ჯოკოვიჩი უიმბლდონს გამოტოვებს

მუხლის ტრავმის გამო ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსს ჩაეხსნა. ATP რეიტინგის უკვე მეორე ნომერი საფრანგეთის ღია პირველობას ვეღარ მოიგებს.

სპორტულ მედიაში მეტად სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ სერბ სუპერვარსკვლავს მუხლზე მენისკის პრობლემა აქვს და ოპერაცია სჭირდება.

ჯოკოვიჩი ოპერაციას უახლოეს დღეებში გაიკეთებს და ამის გამო ის მისთვის საყვარელ დიდი სლემის ტურნირს, უიმბლდონს გამოტოვებს.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პარიზის ოლიმპიადაზე თამაში. ეს დამოკიდებულება რეაბილიტაციის პროცესზე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერაში 24 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაფაელ ნადალი თავს 22 სლემით იწონებს, ხოლო ფედერერი 20-ით.

მსგავსი სიახლეები