„გუნდს მხოლოდ ოსიმენი დატოვებს, კვარა კი...“ - იტალიელი ჟურნალისტი სატრანსფერო ბაზარზე
„ნაპოლისთან“ დაახლოებული ჟურნალისტი, კარლო ალვინო ანტონიო კონტეს დანიშვნას ეხმაურება და ფეხბურთელების მომავალზე წერს. ალვინო აცხადებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს მხოლოდ ვიქტორ ოსიმენი დატოვებს.
რას ამბობს ალვინო:
„გუნდში საუკეთესო მწვრთნელი დაინიშნა, რომელსაც გამარჯვებულიც მენტალიტეტი აქვს. პრეზიდენტისგან ეს უზარმაზარი გადატრიალებაა. კონტეს მრავალი წლის განმავლობაში სურდა „ნაპოლიში“ მოსვლა, ისევე როგორც დე ლაურენტისს სურდა მისი მოყვანა. საბედნიეროდ, გარიგება დასრულდა. რაც შეეხება სატრანსფერო ბაზარს, გუნდს მხოლოდ ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, კვარაცხელია კი დე ლაურენტისისა და კონტეს დიდი ძალისხმევიც შედეგად კვლავ ლურჯებში დარჩება“.
ბოლო დღეებში არაერთხელ დაიწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას გაშვებას არ აპირებს. „ნაპოლის“ პრეზიდენტი მზადაა, განახლებული კონტრაქტში ხვიჩას წლიურად 5.5 მილიონი შესთავაზოს და ხელშეკრულება 2029 წლამდე გაუხანგრძლივოს. ამასთან, გამოსასყიდი თანხა კონტრაქტში 150 მილიონი ევრო ჩაუწეროს, რაც პარიზელთა ამოცანას საგრძნობლად გაართულებს.
Lequipe წერს, რომ გაზრდილი ფასის მიუხედავად, პსჟ დანებებას არ აპირებს და ქართველი ფეხბურთელის ყიდვას ყველა გზით ეცდებიან. ამ დროისთვის, პარიზელთა ბოლო შეთავაზება 110 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც დე ლაურენტისმა უარით გაისტუმრა.