გიორგი მამარდაშვილი, მანუელ ნოიერი, იან ზომერი, ლუკას ჰრადეცკი, ემილიანო მარტინესი, ჯანლუიჯი დონარუმა, იან ობლაკი, მაიკ მენიო, ედერსონ მორაეში, ალისონ ბეკერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

მსოფლიოს ტოპ 10 მეკარე ESPN-ის ვერსიით | მამარდაშვილი ათეულს მიღმა

ESPN-მა 2023/24 წლების სეზონი შეაჯამა და ტრადიციულად, მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ESPN-მა, მეკარის პოზიციაზე 10 ფეხბურთელი გამოარჩია და „ვალენსიას“ გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი ტოპ 10-ში ვერ მოხვდა.

ცნობილი გამოცემის ათეული ასე გამოიყურება: მე-10 ადგილი - ჯანლუიჯი დონარუმა, მე-9 ადგილი - ლუკაშ ჰრადეცკი, მე-8 ადგილი - იან ზომერი, მე-7 ადგილი - მაიკ მენიო, მე-6 ადგილი - მანუელ ნოიერი, მე-5 ადგილი - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, მე-4 ადგილი - იან ობლაკი, მე-3 ადგილი - ედერსონი, მე-2 ადგილი - ემილიანო მარტინესი, 1-ელი ადგილი - ალისონი.

მამარდაშვილმა ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, მონაწილეობა 37 შეხვედრაში მიიღო და ზამორას ჯილდოს მოგების შანსი ჰქონდა, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა. თუმცა, გადამწყვეტ ეტაპზე უნაი სიმონმა აჯობა. „ბილბაოს“ გოლკიპერმა 33 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 18 შეხვედრაში შეინახა.

საინტერესოა, რომ ადგილობრივ ჩემპიონატში გოლგაუშვებლად ჩატარებული მატჩების რაოდენობით, მამარდაშვილი ტოპ 10-ში მყოფი მეკარეებიდან მხოლოდ იან ზომერს (19 მშრალი მატჩი), ლუკაშ ჰრადეცკის (15 მშრალი მატჩი) და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს (15 მშრალი მატჩი) ჩამორჩება, მას, ედერსონს და ობლაკს კი 13-13 მშრალი მატჩი აქვთ

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი ჩემპიონი გვეყოლება, მაქსი ილიას მოუგებს“ | რას ამბობს ვოლკანოვსკი
„ახალი ჩემპიონი გვეყოლება, მაქსი ილიას მოუგებს“ | რას ამბობს ვოლკანოვსკი