„კვარას შეუძლია ამ გუნდის მარადონა იყოს“ - ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი
„ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ფრანკო კოლომბამ Napoli Magazine Live-ის ეთერში ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა და ფეხბურთელების როლსაც შეეხო, რომელიც მათ კონტეს „ნაპოლიში“ ექნებათ.
რას ამბობს კოლომბა:
„კონტეს განვლილი გზა თავისთავად მეტყველებს, თუ როგორი გონივრული გადაწყვეტილება მიიღო დე ლაურენტისმა. გუნდისთვის აღდგენა მნიშვნელოვანია და კონტე ამისთვის იდეალური ვარიანტი აქვს. ის ყოველთვის ახერხებს გუნდში ახალი იდეების, მენტალობისა და იმპულსის შემოტანას. ის ფეხბურთელებისგან ყოველთვის ბევრს ითხოვს და საპასუხოდაც ბევრს გასცემს“.
„დი ლორენცო? შესაძლოა დი ლორენტომ კლუბის დატოვების სურვილის შესახებ იმედგაცრუების მომენტში თქვა, რეალურად კი სხვა რამეს ფიქრობს. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის მზად არის, რომ ამ გუნდის ლიდერი გახდეს. ის შეიძლება ამ გუნდის მარადონა იყოს, გუნდში ასეთი მოთამაშის ყოლა ფუნდამენტურია. ის ფეხბურთელები, რომლებსაც მომენტის შექმნა შეუძლიათ, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანნი არიან“.
„ნაპოლი“ ანტონიო კონტეს დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად დიდი ალბათობით, დღეს გამოაცხადებს. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონტემ ნეაპოლურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა, ანაზღაურების სახით კი სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს.