სადილი დე ლაურენტისთან | კვარას კონტეს პროექტში ცენტრალური ადგილი უკავია
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი გადაწყვეტილია. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ ნომერში წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ არ დატოვებს და „პარტენოპეის“ მომდევნო მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს საფეხბურთო პროექტში, მას ცენტრალური ადგილი უკავია.
???????????? Antonio Conte and Napoli president Aurelio de Laurentiis had dinner tonight ahead of contract signing on Wednesday.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 4, 2024
Tomorrow it will be all sealed until June 2027. pic.twitter.com/qy5VZGYqxb
„კონტეს სურს, გუნდის ხელახლა შენება ხვიჩა კვარაცხელიათი დაიწყოს, ვის გადაბირებასაც პარი სენ-ჟერმენი ცდილობდა და მას კილიან მბაპეს მემკვიდრედ მოიაზრებდა. ფრანგული კლუბი არ ნებდება, მაგრამ 110 მილიონი ევროს ოდენობის წინადადების მიუხედავად, ნაპოლი პოზიციას არ შეიცვლის.
კვარაცხელია ბოლომდეა დაცული და პარტენოპეის, რომელთანაც ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას თვეების განმავლობაში აწარმოებდა, თანხმობა უკვე უთხრა. აურელიო დე ლაურენტისთან გამართული სადილისას, ანტონიო კონტემ კლუბის პრეზიდენტს განუცხადა, რომ კვარაცხელიას მის საფეხბურთო პროექტში ცენტრალური ადგილი უკავია. კონტე დიდი ამბიციებით მოდის და სატრანსფერო ფანჯრისას სერიოზულ ცვლილებებს აპირებს“, - წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, ნეაპოლური გამოცემები იუწყებიან, რომ კონტეს დანიშვნა ოფიციალურად დღეს დადასტურდება. „ნაპოლი“ მას სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს და ტრანსფერებისთვის 200 მილიონ ევროს გამოუყოფს.