ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ახალი ჩემპიონი გვეყოლება, მაქსი ილიას მოუგებს“ | რას ამბობს ვოლკანოვსკი

ალექსანდრ ვოლკანოვსკის სჯერა, რომ UFC-ის ქვემსუბუქ წონით დივიზიონს ახალი ჩემპიონი ეყოლება. „ვოლკმა“ Submission Radio-ს მოკლე ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ილია თოფურია მაქს ჰოლოუეისთან საუკეთესოს სტატუსს ვერ შეინარჩუნებს.

„ილია შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ მგონია, რომ თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის სავარაუდო ჩხუბში ჰოლოუეი გაიმარჯვებს. მაქსის ყბამ ყველაფერს გაუძლო და ჩემი აზრით, მისი კრივი საკმარისად მაღალი დონის იქნება, რათა ილია დაამარცხოს.

თოფურია ჰოლოუეის ძლიერ დარტყმებს აუცილებლად მიაყენებს და მის ყბას ყველა ვარიანტში გამოცდის, მაგრამ ბრძოლა რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, მაქსს გამარჯვების მეტი შანსი ექნება“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი სწორედ ვოლკანოვსკის დანოკაუტებით დაისაკუთრა. „ელ მატადორს“ სურს, მომდევნო ბრძოლა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართოს, მაგრამ ჯერჯერობით UFC-ს ეს ჩხუბი ოფიციალურად არ ჩაუნიშნავს. ჰოლოუეიმ ბოლოს ჯასტინ გეიჯის მოუგო და BMF-ის ქამარი დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების უცნობი ჯადოქარი | Opta-ს ვრცელი სტატია ჩაკვეტაძეზე
საქართველოს ნაკრების უცნობი ჯადოქარი | Opta-ს ვრცელი სტატია ჩაკვეტაძეზე