ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ლაპორტა: გუნდი მე-60 წუთს შემდეგ იღლებოდა, ფლიკმა იცის რა უნდა შეცვალოს

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განმარტა, თუ რა მოეთხოვება კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს.

ლაპორტას თქმით, ჩავის გუნდი გასულ სეზონში მე-60 წუთის შემდეგ იღლებოდა და ეს შედეგზე გავლენას ახდენდა.

„ჩვენ ვთხოვთ ფლიკს გამარჯვებას, ვთხოვთ მას მოედანზე უფრო მომზადებული გუნდის გამოყვანას. ის შეძლებს მის ფიზიკურ მომზადებას. საამისოდ სტილის შეწირვა საჭირო არ არის. უკეთესი ფიტნესის უზრუნველსაყოფად, ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ორი შეხებით და სწრაფად დავიბრუნოთ ბურთი. მე ვთქვი, რომ დამარცხებას შედეგები მოჰყვებოდა და ასეც მოხდა.

ჩვენ ვნახეთ, რომ მე-60 წუთის შემდეგ გუნდის თამაშის დონე ეცემოდა, მატჩები სხვანაირად სრულდებოდა, ვიდრე ადრე. ეს მოხდა მადრიდის რეალთან ორ კლასიკოში, რომელთა მოგებაც საბოლოოდ მეტოქემ მოახერხა.

არ მინდა ვთქვა, რომ გუნდი მზად არ იყო, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც გასაუმჯობესებელი და ფლიკი გააუმჯობესებს მათ ფიზიკურ მომზადებას. ამისათვის ის კლუბის სტრუქტურას მოერგება. მწვრთნელი მოვა და გეგმას შეიმუშავებენ“,

- განაცხადა ლაპორტამ.

ჰანსი ფლიკი თავისი ფიზმომზადებით არის ცნობილი. ესპანური პრესა უკვე წერს, რომ გერმანელმა სპეციალისტმა ამ მხრივ მუშაობა დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ვისაც ფლიკი ესაუბრა ფრენკი დე იონგი, ალხანდრო ბალდე, ლამინ იამალი და პედრი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე: პსჟ-ში უთამაშებლობით მემუქრებოდნენ, ლუის ენრიკემ გადამარჩინა
მბაპე: პსჟ-ში უთამაშებლობით მემუქრებოდნენ, ლუის ენრიკემ გადამარჩინა