ლაშა გურული, გიორგი ყუშიტაშვილი, ბეჟან ჭიჭინავა
Aa
Aa

„ისტორია უნდა დაიწეროს“ - გიორგი ყუშიტაშვილი საქართველოში დაბრუნდა

პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი გიორგი ყუშიტაშვილი საქართველოში დღეს დაბრუნდა. 28 წლის მოკრივეს აეროპორტში საქართველოს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე ყუშიტაშვილმა, რომელიც 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, გაიანელი, ლუქსემბურგელი, ბერძენი და ამერიკელი მეტოქე დაამარცხა.

ლიცენზიისთვის იბრძოდა 71 კილოგრამში ესკერხან მადიევი, თუმცა სამწუხაროდ მან მიზანს ვერ მიაღწია. ტაილანდში ასევე იმყოფებოდა ლაშა გურული, რომელმაც ოლიმპიური თამაშების საგზური ერთი წლის წინ მოიპოვა და დიდი ხანია სპეციალური პროგრამით ემზადება.

ამით კრივში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირები დასრულებულია და პარიზში რინგზე საქართველოს სახელით 63.5 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი მოკრივე, ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი გამოვა. 

გიორგი ყუშიტაშვილი - პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი

ლაშა გურული - პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი

ბეჟან ჭიჭინავა - საქართველოს მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

დავით გორგილაძე - საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალის მისი დანოკაუტება შეუძლია“ | მერაბის ყოფილი მეტოქის კომენტარი
„ომალის მისი დანოკაუტება შეუძლია“ | მერაბის ყოფილი მეტოქის კომენტარი