საქართველომ პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალშია
1 ივნისს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც კონტინენტის 24 საუკეთესო გუნდთან ერთად, საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას.
დღეს, ბესო არველაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მე-3 შეხვედრაში პორტუგალიას 2:1 მოუგო და მერვედფინალში გავიდა.
ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ ტურში სერბეთთან ფრედ 2:2 ითამაშეს, მეორე ტურში კი ბულგარეთთან 0:2 წააგეს. დღეს გადამწყვეტი შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა და საბა მაჩიტიძის დუბლით საქართველომ გამარჯვება მოახერხა.
მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ანგარიში 1:1 იყო, როცა მაჩიტიძემ გატანა შეძლო, რის შემდეგაც E ჯგუფიდან ბულგარეთთან და სერბეთთან ერთად საქართველო გავიდა, პორტუგალიელები კი ჯგუფში ჩარჩნენ.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 4 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანი მერვედფინალში თამაშის უფლებას იღებს, რის მიხედვითაც ბესო არველაძის გუნდმა პლეი-ოფის სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა.