„ამჟამად კვარას გუნდიდან წასვლის ალბათობა 40%-ია“ - იტალიელი ჟურნალისტი
Aa
Aa

„ამჟამად კვარას გუნდიდან წასვლის ალბათობა 40%-ია“ - იტალიელი ჟურნალისტი

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი დი ლორენცოს ტრანსფერებზე საუბრობს.

„არსებობს შეშფოთების საფუძველი. ვიქტორ ოსიმენის მომავალში ეჭვი არავის ეპარება. ნიგერიელი ნაპოლის 100%-ით ტოვებს. და ის არ იქნება ერთადერთი, რომელიც ამ ზაფხულს გუნდს დატოვებს. დი ლორენცოს გუნდიდან წასვლა ამ მომენტისთვის 70%-იანი ალბათობით შეიძლება შევაფასოთ.

დე ლაურენტისი დი ლორენცოს 20 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა იუვენტუსი მის სანაცვლოდ მაქსიმუმ 10 მილიონის გადახდას აპირებს.

რაც შეეხება კვარაცხელიას ტრანსფერს, მას ნაპოლისთან ხელშეკრულება აკავშირებს, თუმცა ის არ განახლებულა. მისი გუნდიდან წასვლის ალბათობა ამჟამად 40%-ია“.

- ამბობს ბარჯიჯა SportItalia-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა დაწერა, რომ ხვიჩა პსჟ-ს უკვე შეუთანხმდა. მასსა და ლუის ენრიკეს შორის საუბარიც კი შედგა. ახლა ჯერი ნეაპოლელებზეა.

როგორც ცნობილია, პსჟ ქართველის სანაცვლოდ 100-130 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას 72 საათი აქვს | ნიუკასლის შეთავაზება მამარდაშვილის ტრანსფერზე
ვალენსიას 72 საათი აქვს | ნიუკასლის შეთავაზება მამარდაშვილის ტრანსფერზე