პელე ყოველთვის განიხილება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე უთამაშია. მიუხედავად ამისა, მაინც ხშირად ვისმენთ კითხვას, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.
დღეს ბევრი მესის ან კრიშტიანუ რონალდუს ასახელებს. არ შეიძლება უარვყოთ, რომ პელე ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. რატომ? ის იყო პირველი სუპერვარსკვლავი ფეხბურთში და კავშირი ძველმოდურ ფეხბურთსა და თანამედროვეს შორის. მას ევროპაში არ უთამაშია, მაგრამ სამშობლოში თამაში სტატუსის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, თანამედროვე გულშემატკივრებს პელეს თამაში არ აქვთ ნანახი და არ იციან, თუ როგორი პომპეზური იყო. თუმცა ეს კიდევ უფრო დიდი მიზეზია იმისთვის, რომ ბრაზილიელის თამაშის კადრებს აქტიურად გადავხედოთ.
ის გულშემატკივრები, რომლებმაც ფეხბურთის ყურება 10-15 წელია დაიწყეს, შესაძლოა ვერ ხვდებოდნენ, რომ პელე ბევრი რამის შთაგონებაა. მაგალითად იმის, რასაც დღეს ვხედავთ და წლების განმავლობაში ფეხბურთის ზოგიერთ უდიდეს სახელზე გავლენას ახდენდა..
პელე მხოლოდ ფეხბურთელებზე არ ახდენდა გავლენას. მისი ბრწყინვალე და გამოსარჩევი ისტორია ადიდასს და პუმას უკავშირდება. ჯო პომპლიანომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მოყვა ორი ძმის ისტორია, რომლებმაც ადიდასი და პუმა შექმნეს. ისინი მწვავე კონკურენტები გახდნენ, რამაც გამოიწვია ის ფაქტი, რომ პელესთვის 120 000 დოლარი უნდა გადაეხადათ. რატომ? იმიტომ, რომ 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მათ მიერ შეკერილი ბუცებით ეთამაშა.
Pelé passed away today at 82 years old.
— Joe Pompliano (@JoePompliano) December 30, 2022
He was one of the world's most famous athletes and the only man to win 3 World Cups.
But my favorite Pelé story involves two brothers that became bitter rivals and a $120,000 payment that will be remembered forever.
Here's the story ???? pic.twitter.com/C88SQy4lAz
ისტორია არის ორ ძმაზე, რომელიც 1928 წელს იწყება. ჩამოყალიბდა ფეხსაცმლის კომპანია სახელად Dassler Brothers Shoe Factory. დამფუძნებლები ადოლფ და რუდოლფ დასლერები იყვნენ, რომლებმაც წარმატებას ადრეულ ასაკში მიაღწიეს, მაგრამ მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ და ცალ-ცალკე ბიზნესი დაიწყეს. პირველმა შექმნა ადიდასი, მეორემ კი პუმა.
თავდაპირველად ისინი მშობლიურ ქალაქში მუშაობდნენ და ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ. ამ კონკურენციამ ორივე გაზარდა და მათმა ბიზნესმა მასიურობა შეიძინა. ფეხბურთელებს მოსწონდათ მათ მიერ შექმნილი ბუცები. და დადგა პელეს დრო, რომელიც დიდი ფულის სანაცვლოდ დათანხმდა, რომ ძმების მიერ შექმნილ ბუცებს ჩაიცვამდა.
შემდგომი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და ძმური ერთგულების იშვიათი გამოვლინების მიზნით, ადოლფმა და რუდოლფმა შეადგინეს გარიგება, რომელსაც „პელე აქტი“ უწოდეს. ამ გარიგების მიხედვით, მათი კომპანიები პელესთან არ ითანამშრომლებდნენ, თუმცა მალევე გაიაზრეს, რომ სატენდერო ომი ორივე კომპანიის გაკოტრებას გამოიწვევდა. საბოლოოდ, პელეს მხოლოდ ერთი ძმა შეუთანხმდა.
მხოლოდ 1970 მსოფლიო ჩემპიონატის დროს გამოვლინდა, თუ რომელ კომპანიას შეუთანხმდა პელე. ეს იყო პუმა..
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ადიდასთან თანამშრომლობდა, მაგრამ პუმამ მას საკმაოდ საინტერესო წინადადება შესთავაზა. პელე მიიღებდა 120 000 დოლარს, თუ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის მიმდინარეობისას, ის უბრალოდ გაჩერდებოდა მოედნის ცენტრში და თასმებს შეიკრავდა. მან ეს ბრაზილია VS პერუს მატჩის დროს გააკეთა.
მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პელე პუმასთან თანამშრომლობდა. ამ ფაქტმა კი ადოლფი განარისხა. იმ დღის შემდეგ, ძმებს შორის მეტოქეობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.
პუმამ დიდი სარგებელი მიიღო - რეკორდული გაყიდვები
გარიგების შემდეგ, პუმამ რეკორდულ გაყიდვებს მიაღწია და რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არ არის. ბრაზილიელი პლანეტის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი იყო და მისი ვარსკვლავური ძალა ფეხბურთის მოედნის მიღმაც ჩანდა. პელე დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.(1958, 1962, 1970.)
აღსანიშნავია, რომ მთელი ამ წლების შემდეგ, ადოლფსა და რუდოლფს შორის დაპირისპირება კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძმების მშობლიურ ქალაქ ჰერცოგენაურახში. ზოგიერთ მაღაზიაში არსებობს წესი, რომ თუ მყიდველი მაგალითად პუმას ბრენდირებულ ფეხსაცმელს ატარებს, მას არ მოემსახურებიან, და პირიქით..
საბოლოოდ ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა. პელე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავად რჩება, ხოლო პუმას და ადიდასის კომპანიები დღემდე მილიონებს შოულობენ. მიუხედავად მტრობისა, რომელიც ძმებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჰქონდათ, დიდ წარმატებას მაინც მიაღწიეს. ამ ყველაფერს კი სათავე პელემ დაუდო..