ახალი წევრები და ახალი ბიუჯეტი - ფეხბურთის ფედერაციის 34-ე ყრილობა
დღეს, სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 34-ე ყრილობა გაიმართა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გაუძღვა.
ყრილობაზე ფედერაციის სრულყოფილ წევრებად „სამტრედია“, „იბერია 1999“ და 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაცია მიიღეს.
ასევე, დამტკიცდა ფედერაციის ახალი ბიუჯეტიც. ამასთან, ლევან კობიაშვილმა განვლილი წლებიც შეაჯამა.